როგორც დიეტოლოგები ამბობენ, სწორი კვება არა მხოლოდ სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილებას განაპირობებს, არამედ ეხმარება ადამიანს გამოიყურებოდეს უფრო კარგად. ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ძროხის რძის მიღების შესახებ. არაერთი წყარო წერს, რომ ის წონის მატებას იწვევს და ზრდის კიბოს რისკს. მის ნაცვლად კი მცენარეული რძისა და სხვა მრავალი ალტერნატივის გამოყენებას გვირჩევენ. სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ქოქოსის რძეზე.
ცნობილია, რომ ქოქოსის რძე დიდი ოდენობით ვიტამინებს, მინერალებსა და სასარგებლო ელემენტებს შეიცავს. მისი მიღება იწვევს ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას, ჰორმონების ნორმალიზებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და ქოლესტერინის დონის შემცირებას.
თუკი ცხოველური რძის ნაცვლად ერთი თვის განმავლობაში მიიღებთ ქოქოსის რძეს, მარტივად შეამჩნევთ სხეულის ფორმების ცვლილებას, მათ შორის, სახის ოვალის. როგორც მოგეხსენებათ, ქოქოსის რძის კალორიული შემცველობაა მხოლოდ 181 კკალ 100 გრამ პროდუქტზე. ამავე დროს, შემადგენლობის უმეტესობა არის სასარგებლო ფერმენტები - თუთია, მაგნიუმი, რკინა, კალიუმი, ფოსფორი. ეს დაბალკალორიული საკვები შეიცავს დიეტურ მჟავებს, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს, რაც ბევრმა მკვლევარმა პირდაპირ დააკავშირა წონის დაკლებასთან.
ცოტამ თუ იცის, მაგრამ ქოქოსი შეიცავს რეტინოლს, რომელიც ხშირად გამოიყენება დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკის წარმოებაში. კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ თუ მას სწორად და ყოველდღიურად იყენებთ, შეგიძლიათ ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ, გაათანაბროთ კანის ტონი და აღადგინოთ ქსოვილების ელასტიკურობა.
სხვათა შორის, ცხოველური რძე შეიცავს ჰორმონებსა და შაქარს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ზოგად ჰორმონალურ ფონზე, გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის, კანის პრობლემებიც. ადამიანების უმეტესობა, ვინც უარს ამბობს რძის პროდუქტებზე, ამჩნევს: კანი უფრო დატენიანებულია, აკნე, შავი წერტილები, გამონაყარი და სიწითლე ქრება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის რძე, როგორც მაკიაჟის მოსაშორებელი. ის შლის ბაზას და ყველა კოსმეტიკას ცხიმის მაღალი შემცველობის გამო. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქოქოსის რძე ასევე ხელს უშლის კბილების გაფუჭებას. ეს გამოწვეულია მავნე ბაქტერიების განეიტრალებით, რაც აძლიერებს კბილის მინანქარს.
რძე ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც თმის და სახის ნიღაბი, ან უბრალოდ დაემატოს თქვენს ჩვეულებრივ კოსმეტიკას. ქოქოსის რძეზე დამზადებული სხეულის მკვებავი კრემი, ბალზამი და თმის ლოსიონი ხელს უწყობს აქტიურ დატენიანებას, ვირუსებისა და ბაქტერიების საფუძვლიან გაწმენდას, ასევე ხელს უშლის თმის ცვენასაც.
გარდა ამისა, ქოქოსის რძე შეიცავს სპეციალურ კაპრილის მჟავას. მას აქვს არა მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, არამედ ხელს უწყობს ნაწლავის ლორწოვანის აღდგენას და ასევე ეხმარება უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს ყველა სახის ვირუსულ ინფექციას. ძროხის რძე შეიცავს საშიშ ცილებს: კაზეინს, რომელიც ზოგჯერ ალერგიულია და ლაქტოზას, რომელიც ხშირად ასოცირდება საკვების შეუთვისებლობასთან და სიმსივნეების განვითარების რისკთან.