ხელისუფლების წარმომადგენლები ჩრდილოეთ გერმანიის 8000-მდე მცხოვრებს სთხოვენ, რომ კორონავირუსის ვაქცინაცია განმეორებით ჩაიტარონ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ექთანმა მათ კოვიდ-19-ის ვაქცინის ნაცვლად, ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთა.
როგორც BBC-ი წერს, საქმეში სამართალდამცველები არიან ჩართულნი და ამ დრომდე გამოძიება გრძელდება. გამოცემის ცნობით, თავდაპირველად ითვლებოდა, რომ მარტსა და აპრილში ფიზიოლოგიური ხსნარი ექთანმა მხოლოდ ექვს ადამიანს გაუკეთა და ის ამას თავადვე აღიარებდა.
ყოველივეს კი იმით ხსნიდა, რომ ვაქცინები დაეღვარა და სურდა ეს ფაქტი დაეფარა.
გამოძიების ცნობით, დაზარალებული 8000 ადამიანიდან უმეტესობა 70 წელს გადაცილებული, ანუ პანდემიის რისკ-ჯგუფია.
ინსპექტორი პიტერ ბერი ამბობს, რომ 40 წლის ექთანს კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სკეპტიკური პოსტები ჰქონდა გაზიარებული.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>