ინფლუენსერების, „იკანათიას“ წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ისინი ბევრისთვის საყვარელი „იუთუბერებიც“ არიან და მათ ვიდეოებს ყოველთვის უამრავი ნახვა აქვს.
წყვილი საერთო „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს და სასიამოვნო სიახლეებსაც პირველად სწორედ მათ აცნობს. განსაკუთრებულ ყურადღებას მათი შვილის, ნიცას ფოტოები იმსახურებს.
ამჯერად წყვილი გამომწერებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და "ინსტაგრამსთორიში" წერს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს, რათა პანდემია დასრულდეს.
"დღეს ვიკეთებთ აცრას. ერთადერთი გზა ამ სამწუხარო რეალობისგან თავის დასაღწევად ვაქცინაციაა. ვთვლი, რომ ყველამ ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ და ერთად დავასრულოთ პანდემია. ჩვენი სიცოცხლისთვის! ჩვენი ოჯახისთვის! რამდენიმე დღის წინ კოვიდის სისასტიკე ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა. გთხოვთ, თქვენ ნუ იქნებით შემდეგი! დაიცავით თავი ყველა შესაძლო გზით. და მათ შორის ვაქცინაცია არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება", - წერს "იკანათია".
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>