მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში იმყოფება. ნანუკა გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და, ასევე, დასმულ კითხვებსაც აქტიურად პასუხობს.
მოდელმა სამი დღის წინ იმშობიარა და პირველი შვილის დედა გახდა. ორსულობის მერვე თვეში, 2 აგვისტოს, ნანუკამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზა გაიკეთა, ხოლო გუშინ, მშობიარობიდან მესამე დღეს, „ფაიზერის“ მეორე დოზაც გაიკეთა. მან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ გამოაქვეყნა: „1 დოზა - 2 აგვისტო - 8 თვის ორსული. უკუჩვენება: არანაირი 4 საათის შემდეგ ხელის დაჭიმულობა, თითქოს ნანემსარ ადგილას მუშტი სიდიდეზე მქონდა დაჭიმული, ისიც საღამომდე, ამიტომ მარცხენა ხელი ავირჩიე... 23 აგვისტო - მეორე დოზა, ლაქტაციის პერიოდი, მესამე დღე. ჯანმრთელობასა და ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია.
P.S. FDA-მ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც, ასევე, იმის დასტურია, რომ ვაქცინაციამ კვლევა გაიარა და სრულიად უსაფრთხოდ ჩაითვალა“ - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.
მოდელი აღნიშნავს, რომ აცრის შემდეგაც იცავს რეგულაციებს: „ყველაზე მნიშვნელოვანი - ყველა აცრის შემდეგ თავის გაორმაგებული დაცვა, ნაკლები კონტაქტი ხალხთან და პირბადე ყველგან“.