სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა აცრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი იღებენ კონტრაცეპტივებს.
როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, კონტრაცეპტივების მიღება აცრის წინააღმდეგ ჩვენებას ან დამატებით რისკის ფაქტორს არ წარმოადგენს!
„სპირალი, კონტრაცეპტივები და სხვა სასქესო ჰორმონების შემცველი მედიკამენტები აცრის წინააღმდეგ ჩვენებას ან დამატებით რისკის ფაქტორს არ წარმოადგენს!
ხშირად გამოგზავნილი შეკითხვების სერიიდან…“ - წერს კულუმბეგოვი.