ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, აძლევს სასარგებლო რჩევებს და მათგან საჭირო ინფორმაციას თავადაც იღებს.
ამჯერად ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით მიმართავს და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:
„მინდა უცნაურ თემაზე დაგელაპარაკოთ, ასეთ თემებზე არ ვსაუბრობს ხოლმე... განსხვავებით ძალიან ბევრი ჩემი კოლეგისგან, არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ანტივაქსერები ცუდები ხართ, მე მესმის, რომ როცა რაღაც ახალი და ამოუცნობია, გვეშინია, ვკითხულობთ ათას სტატიას, არ გვესმის და გვეშინია, თან ამას ხელს უწყობს ის ინფრომაცია, რომელიც ვრცელდება. მეგობრებო, ჩემი მეუღლე მუშაობს ამერიკაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, მთელი პანდემიის მანძილზე, ჰქონდა ურთიერთობა ყველაზე მეტ პაციენტთან და სულ კითხულობს სამედიცინო ლიტერატურას. „პფაიზერის“ ვაქცინა დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ისევე, როგორც ის ვაქცინები, რომლებსაც ჩვენ ბავშვობაში გვიკეთებდნენ, ჩვენ ყველა ვართ აცრილები. ის, რომ გაიკეთეთ ვაქცინა და არ დაგემართებათ კოვიდი ან თქვენს ახლობელს არ გადასდებთ, არ არის სიმართლე. განსხვავება არის ერთი, როდესაც ხართ აცრილები, არ მოკვდებით. საერთოდ, მსოფლიო პანდემიების ისტორიაში, როდესაც იცრება მოსახლეობის დიდი რაოდენობა, ვირუსი კვდება. მე პროპაგანდას კი არ ვუწევ აცრას, მე გეუბნებით ჩემს აზრს, მე ვფიქრობ, რომ თუ ყველა ავიცრებით, თუ ჩვენს შვილებს ვეტყვით, რომ აიცრან „ფაიზერით“, დასრულდება პანდემია. მე არ ვსაუბრობ სხვა ვაქცინებზე, ფაიზერის უამრავი დოზაა საიტზე, ბავშვებსაც კი უკეთებენ 12 წლიდან ზემოთ, შეგიძლიათ ორსულობისას გაიკეთოთ, შეგიძლიათ ლაქტაციისას გაიკეთოთ, უკვე დაამტკიცეს, რომ ყველანაირად დაცულია. აიცერით იმისთვის, რომ გადარჩეთ. თუ თქვენი მოსაზრება განსხვავებულია, მე პატივს ვცემ, მაგრამ, მე მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ. ვაქცინა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე კოვიდი. მე იმედი მაქვს, რომ მიიღებთ თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და ყველა ავიცრებით“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>