კორონავირუსი არის ინფექცია, რომლის მარტივად კონტროლი შეუძლებელია, ხოლო გართულების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილე და ადეკვატური მკურნლობა სჭირდება. ექიმები გვირჩევენ, რომ ასეთ დროს დავიცვათ კვების სწორი რეჟიმი, რაც გამოჯანმრთელებაში დაგვეხმარება.
საზოგადოების ნაწილმა უკვე დაკარგა იმედი, რომ კოორნავირუსი ოდესმე გაქრება. ყოველ ახალ შტამს მომდევო ცვლის, ვირუსი მარტივად განიცდის მუტაციას და ყველა ძალით ებრძვის ადამიანის ორგანიზმს. ექიმები თანხმდებიან, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, აუცილებელია სრული გამოკვლევა და რეაბილიტაციის გავლა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ვირუსის გადატანის შემდეგ ადამიანები უბრალო სისუსტიდან დაწყებული, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დამთავრებული, სხვადასხვა დისკომფორტს განიცდიან. გარდა ამისა, კორონავირუსით, პაციენტი თითქმის ყოველთვის სწრაფად იკლებს წონაში. სხეულის წონის ასეთი მკვეთრი ნახტომის საკომპენსაციოდ და მეტაბოლური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ექიმები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ კვებას.
რა თქმა უნდა, ბევრს სურს წონის დაკლება, მაგრამ სხეულის წონის მკვეთრი შემცირება შეიძლება კრიტიკული იყოს იმ ადამიანისთვის, რომელიც უკვე დასუსტებულია დაავადებით. გართულებების თავიდან ასარიდებლად, კარგი იქნება, თუ პაციენტი მიიღებს ყველა საჭირო ნივთიერებას და ორგანიზმს ხელს შეუწყობს დაკარგული მინერალების აღდგენაში.
დიეტოლოგი ნატალია კრუგლოვა წერს, რომ ასეთ დროს სასარგებლოა, მიიღოთ უბრალო საბავშვო პიურე. „ამაზე უკეთეს „წამალს“ აფთიაქში ვერ იპოვით“ - განმარტავს ის. ფორმულის ყიდვა ნებისმიერ ახლომდებარე აფთიაქში შეგიძლიათ, მას უბრალოდ წყალში გააზავებთ და მცირე ულუფებით მიირთმევთ. შეიძლება შეგხვდეთ ისეთიც, რომელსაც გაზავება არ სჭირდება და უკვე მზად ფორმითაა. ისინი შეიცავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების საჭირო რაოდენობასა და ყველა საჭირო მიკრო და მაკროელემენტს.
ექიმები ირწმუნებიან, რომ სწორმა კვებამ და რაციონიდან მავნე საკვების ამოღებამ შეიძლება გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქაროს. კორონავირუსის დროს კი ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ნუტრიენტებით, ცილებით, ცხიმებით და მჟავებით მდიდარი პროდუქტები.
გთავაზობთ სიას, სადაც მოცემულია ის პროდუქტები, რომლებიც ვირუსით დაავადების შემთხვევაში რეგულარულად უნდა მიიღოთ: ჯანჯაფილი, ნიორი, კურკუმა, კენკრა, რძის პროდუქტები, ზღვის მცენარეები, ბოსტნეული, რძე, კვერცხი და ცხიმიანი თევზი.