„მეხუთე ტალღა იქნება უფრო რთული, უფრო ვერაგი... ეს არის "დელტა" შტამის მეორე ტალღა“ - როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეხუთე ტალღას

„მეხუთე ტალღა იქნება უფრო რთული, უფრო ვერაგი... ეს არის "დელტა" შტამის მეორე ტალღა“ - როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეხუთე ტალღას
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვაქცინაციის გეგმაზე ისაუბრა: „სამწუხაროდ, ვაქცინაციის გეგმის შემუშავებისას ვერ გათვალეს დეტალები, შექმნეს შაბლონური გეგმა, მაგრამ საქართველოსთვის დამახასიათებელი თავისებურებები არ იყო გათვალისწინებული. რატომ ჩავარდა ვაქცინაცია? როცა რაღაცას აკეთებ, ის უნდა დაგეგმო და როცა გეგმა არ არის კარგი, ეს არის შედეგი. საქართველოში აცრილია ყველა ის ადამიანი, ვისაც აცრა უნდოდა. აცრილთა რაოდენობა მაქსიმუმ 40%-მდე ავა, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 60-65% ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო. შესაბამისად, ვაქცინის კამპანია უნდა ყოფილიყო
სხვანაირი“ - აღნიშნა მან.



გიორგი ფხაკაძემ განმარტებები მეხუთე ტალღის შესახებაც გააკეთა: „მე ვთქვი, რომ მეოთხე ტალღა იქნება აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეხუთე - იანვარში, რადგან ამ ვირუსს ახასიათებს ხუთთვიანი ციკლურობა, თუ, რა თქმა უნდა, რაღაც სისულელე არ გავაკეთეთ და ვაქცინაციას არ მივხედეთ. ეს იქნება "დელტა" შტამის მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო რთული, უფრო ვერაგი და უნდა ვიყოთ მზად“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93