ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საკუთარ მაყურებელს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გააცნო. მისი თქმით, ამ რეკომენდაციების მიხედვით, ვაქცინაციის ჩატარებისგან თავი უნდა შეიკავოს იმ პირმა, რომელიც:
- "იმყოფება კარანტინში, მისი აცრა არ შეიძლება. თუ კარანტინში იმყოფებით და სანამ რამდენჯერმე არ დადასტურდება, რომ არ აქვთ ვირუსი, არ დარეგისტრირდეთ ასაცრელად.
- რომელსაც ჰქონდა საეჭვო კონტაქტი და ჯერ არ აქვს დადასტურებული დაავადება.
- თუ პირი მკურნალობდა სტაციონარში კოვიდ 19-ის გამო, მკურნალობის დროს გამოყენებული იყო ტოცილიზუმაბი, მისთვის 90 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს ექიმთან ერთად განხილული.
- თუ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა გადაგისხეს და ეს საშუალება იყო გამოყენებული თქვენი მკურნალობისთვის, მაშინაც 90-დღიანი ვადაა განსაზღვრული", - განაცხადა მარი მალაზონიამ საქართველოს "პირველი არხის" გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>