სუროგაციის ცენტრის, NEW LIFE-ის დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მან მეუღლის ღალატის, მისგან ძვირად ღირებული საჩუქრის მიღებისა და შერიგების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე ისაუბრა და საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა.
ამჯერად კი მარიამ კუკუნაშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვების შესახებ საუბრობს: „ოჯახში ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ და ვიკვებებით ჯანსაღად. ჩვენს ყოველდღიურ რაციონში 0 არ არის არაჯანსაღი საკვები, ცომეული, ცხიმი... 15 წელია, რაც შუალედური შიმშილის რეჟიმზე ვარ, დილით ჩემი საუზმე არის 10 საათზე, მაქვს გვიანი სადილი 5 საათზე და შემდეგ აღარაფერს ვჭამ. ზოგს ჰგონია, რომ ძალიან ბევრი წყალი უნდა დალიოს, ეს ასე არ არის. ზედმეტი წყალი იწვევს ჰიპონატრემიას“ - აღნიშნა მან.
ჩვენს ოჯახში დილა იწყება იოგით. ვარჯიშის შემდეგ ნახევარი საათი მაინც უნდა გავიდეს, რომ ვიკვებოთ. დილით საუზმეზე კვერცხი აუცილებელია. დაახლოებით 15 წელია, რაც პური ამოღებული მაქვს რაციონიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ვცეკვავ და კონკურსები მაქვს ხოლმე, ძილის რეჟიმი მაქვს მოწესრიგებული, სულ ერთსა და იმავე დროს ვიძინებ, 11-12 საათზე, დილით კი 8-ზე ვდგები“ - ამბობს მარიამ კუკუნაშვილი.