მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს, მეცნიერები კვლავ აგრძელებენ მის შესწავლას და იმ ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც მას ახასიათებს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მხოლოდ ვაქცინაციას შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა ვირუსის შემდგომი გავრცელებისგან, განსაკუთრებით კი, იმის ფონზე, რომ ყოველდღიურად ჩვენ მის ახალ გამოვლინებებს ვაწყდებით ახალი შტამებისა და მუტაციების გამო. ისინი ვერ ასახელებენ თარიღს, როდის დასრულდება პანდემია.
დაავადება, თავისთავად, არაპროგნოზირებადია. ის მოულოდნელად ჩნდება, ყველასთვის განსხვავებულად მიმდინარეობს და გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის პროცესს შეიძლება დიდი დრო, რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი არა მხოლოდ ყველა სასიცოცხლო ორგანოზე ზემოქმედებს, არამედ მნიშვნელოვნად აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც - ინფიცირებულს კოვიდმა შეიძლება 10 წლამდე სიცოცხლე წაართვას.
არსებობს ჰიპოთეზა, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კორონავირუსი იმგვარ მუტაციას განიცდის, რომ მისი ზემოქმედება ორგანიზმზე შეუმჩნეველი იქნება, ადამიანი კი შეძლებს ამ ვერაგ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას. „ეს ყველაფერი ბუნებრივი გადარჩევის შეუქცევადი ნაწილია. გენოტიპები, რომლებიც არ არის შესაფერისი კორონავირუსთან ბრძოლისთვის, მცირდება და ისინი, ვინც წარმატებით უმკლავდება საფრთხეს, გადარჩებიან. ორ-სამ თაობაში ადამიანები უკეთ გაუმკლავდებიან კორონავირუსს, თუნდაც წამლების გარეშე“ - ამბობენ ექსპერტები.
მეცნიერები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ამ პროცესებში ვაქცინაციის მნიშვნელობას და ამბობენ, რომ არა მხოლოდ მოკლე პერსპექტივისთვის, არამედ სამომავლოდ, ვირუსთან გამკლავებისთვის აცრა აუცლებელია: „თუ ვივარაუდებთ, რომ კორონავირუსული ინფექცია თავისთავად ამძიმებს ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას, მაშინ ვაქცინაცია ნამდვილად სწორი გამოსავალია.“
წყარო