ვის გაუკეთდება საქართველოში ვაქცინის მესამე, "ბუსტერ დოზა"? - რა გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ?

ვის გაუკეთდება საქართველოში ვაქცინის მესამე, "ბუსტერ დოზა"? - რა გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ?
ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ მხა­რი და­უ­ჭი­რა ე.წ. ბუს­ტერ დო­ზის გა­მო­ყე­ნე­ბას მე­ო­რე აც­რის გა­კე­თე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გან­მარ­ტა, საბ­ჭომ მხა­რი და­უ­ჭი­რა "ბუს­ტერ დო­ზის" გა­კე­თე­ბას 50 წლის ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებ­ში; ასე­ვე, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის იმ ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­საც აქვს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებ­ში.

"ორი ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა საბ­ჭომ. ეს გახ­ლავთ ე.წ. ბუს­ტერ დო­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა და ასე­ვე, ბავ­შვე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კი­თხი. "ბუს­ტერ დო­ზებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, საბ­ჭომ მხა­რი
და­უ­ჭი­რა "ბუს­ტერ დო­ზის" გა­მო­ყე­ნე­ბას მე­ო­რე აც­რი­დან 6 თვის შემ­დეგ, 50 წლის ზე­მოთ პი­რებ­ში, ასე­ვე, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის პი­რებ­ში, ვი­საც აქვს რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და ასე­ვე, მა­ღა­ლი რის­კის პრო­ფე­სი­ებ­ში, რო­გო­რიც გახ­ლავთ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი; ასე­ვე - და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი და იქ და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93