ექიმების დასკვნა - „ქვიშის საათის“ ფიგურის მქონე ქალებს ხშირად აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები

ექიმების დასკვნა - „ქვიშის საათის“ ფიგურის მქონე ქალებს ხშირად აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები
ითვლება, რომ თითქმის ყველა ქალი ოცნებობს წვრილ წელზე, სავსე მკერდსა და განიერ თეძოებზე, თუმცა, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ასეთი ქალები ასეთი პატარემეტრებით ხშირად უჩივიან ჯანმრთელობის პრობლემებს.

არაერთი გამოკვლევა თუ გამოკითხვა არსებობს იმის შესახებ, რომ „ქვიშის საათის“ ფიგურის მქონე ქალებს კაცები უფრო მიმზიდველად მიიჩნევენ, ამის ნათელი მაგალითია მერლინ მონროც, რომელსაც უამრავი კაცი ეთაყვანებოდა. მიუხედავად ამისა, ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ქალები, რომელთაც არ აქვთ წვრილი წელი და განიერი თეძოები, უიღბლოები არიან? ცხადია, არა!



ექსპერტები ერთხმად ამბობენ,
რომ საპირისპირო სქესის გემოვნებაზე ფიქრი არ არის საჭირო. ისინი ირწმუნებიან, რომ თანამედროვე კაცებს სილამაზის განსხვავებული აღქმა აქვთ და ქალმა საკუთარი სხეული მხოლოდ თავისივე გემოვნებასა და სურვილებს უნდა დაუმორჩილოს.

დოქტორმა უილიამ ლასეკმა და დოქტორ სტივენ გაულინმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან განიხილეს ათობით კვლევა ქალის სხეულის შესახებ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვის გაჩენა იმ ქალებისთვის უფრო მარტივია, რომლებსაც არ აქვთ „მოდელის“ ტანი და ფიგურა. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ „ქვიშის საათის“ ფორმების შენარჩუნება, წლების მატებასთან ერთად, მუდმივ ყურადღებას, დიეტასა და განსაკუთრებულ კვებას მოითხოვს. ამის ფონზე კი ორგანიზმი წნეხის ქვეშ ექცევა, სუსტდება და თავს იჩენს შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ექიმებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ გამხდარი ქალები ბევრად უფრო ხშირად აწყდებიან დაორსულების პრობლემას, ვიდრე ნორმალური, მათი პარამეტრებისთვის შესაბამისი წონის ქალები. ასე რომ, არ არის აუცილებელი, ისწაფოდეთ „სრულყოფილებისკენ“, მიირეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და ნურაფერს დააყენებთ ჯანმრთელობაზე წინ!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93