ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებურ ზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. მისი თქმით, ცივილიზებული საზოგადოების არჩევანი ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტია, ჩვენი კი - იმუნიტეტის ბუნებრივი გზით მიღწევა.
,,ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!
ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!
შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი
პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით!
გააკეთე არჩევანი სიცოცხლისთვის!“ - წერს იმუნოლოგი სოციალურ ქსელში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>