საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დევი ტაბიძის შეფასებით, კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფული მდგომარეობაა, ქვეყანაში "მეხუთე ტალღამ“ აიღო სტარტი.
როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში" განაცხადა, დაბალი იმუნიზაციის ფონზე გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევები.
"სამწუხაროდ, დღევანდელი ციფრები და მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, კატასტროფულია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ სამი მიზეზით, რომლის რეალური შეჩერება შესაძლებელია. ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა, არ დაივიწყონ, რომ არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობების არსებობა, შეკრება უნდა შევაჩეროთ. პრაქტიკულად სტარტი აიღო "მეხუთე ტალღამ“. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით პრაქტიკულად განულებული ვაქცინაციის პროცესით. ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ციფრი შედეგზე არ მიგვიყვანს, ეს არის ვაქცინაციის ნულოვანი მდგომარეობა. ეს მიგვიყვანს იმ შედეგზე, რომ გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევებიც. პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა. ამ ყველაფერმა იმ ციფრებზე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს“, - აღნიშნავს ტაბიძე.
მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესზე ზუსტი მესიჯი მიაწოდონ.
"საზოგადოების რეალური თანხვედრაა საჭირო. ასევე - იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ჰოსპიტალური სექტორის ერთიანობა, რომელიც ზუსტ მესიჯს მიაწვიდის მოსახლეობას. სამწუხაროდ, უნდა გაიზარდოს რაოდენობა და გარდაცვალების ციფრი, რომ ე.წ. მინიმალური შიშის სინდრომი ჩამოყალიბდეს ადამიანებში? ეს ძალიან ცუდია. თუ ამის მეტი თვითშეგნება არ გაგავაჩნია, კიდევ უფრო უარესია. როდესაც წავიკითხავთ, რომ გარდაიცვალა 70-80 ადამიანი, მაშინ უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია?!“- აღნიშნავს ტაბიძე.
ამასთან, მისივე განმარტებით, ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა გრძელდება - ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა, რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>