საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, სულ უფრო იმატებს ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყოველი ახალი შტამის გამოჩენა ბავშვთა ავადობის მაჩვენებელს ზრდის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებული მოსახლეობის 15% ბავშვია.
"პანდემიის დასაწყისში, როდესაც ე.წ. ვუჰანის ვირუსი დომინირებდა, ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ახლა. მაშინ ამ ვირუსით ავადობის მაჩვენებელი 7%-ს შეადგენდა. შემდეგ ბრიტანული შტამის გამოჩენამ ეს მაჩვენებელი 10%-მდე გაზარდა, ხოლო ახლა, "დელტა" შტამის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 15%-ია. ეს არის ძალიან მაღალი წილი, თუმცა ინფიცირებული ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მათ არ სჭირდებათ სამედიცინო ჩარევა. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, 2020 წელთან შედარებით, მდგომარეობა დამძიმებულია, უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ბავშვი გარდაიცვალა“, - განაცხადა ივანე ჩხეიძემ "პალიტრანიუსთან“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“.
განაგრძეთ კითხვა