ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებენ და გამომწერებს „ბუსტერის“ შესახებ ინფორმაციას უზიარებენ. როგორც ქეთი ამბობს, მან „სინოფარმის“ ორი დოზა ივნისში გაიკეთა, თუმცა რადგან საფრანგეთი ამ ვაქცინას არ აღიარებს, მოუწია დამატებით მესამე დოზის გაკეთება, ამჯერად უკვე „ფაიზერის“: „პოსტი ბუსტერის და COVID PASPORT-ის შესახებ! რატომ გავიკეთე ბუსტერი?! ივნისში გავიკეთე სინოფარმის 2 დოზა, თუმცა ვერ მივფრინავდი საფრანგეთში, რადგან ეს ქვეყანა არ იღებს სინოფარმით ვაქცინირებულ ტურისტებს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს ბილეთის წარდგენის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია გაიკეთოს ფაიზერის ბუსტერი, რომლითაც ყველგან შევძლებთ გამგზავრებას. ბუსტერის გაკეთების შემდეგ წავედი იუსტიციის სახლში. 9:30 ზე რიგი არ დამხვდა, ავიღე კოვიდ პასპორტი. შემდეგ ამ კოვიდ პასპორტს სჭირდება აპოსტილი, ჰგავს ნოტარიულ დამოწმებას, ზოგი ქვეყანა ითხოვს, ზოგი არა მაგ. საფრანგეთი კი, ესპანეთი არა, მაგრამ ბარემ ჰქონდეს პასპორტს აპოსტილი, რომ კიდევ არ მომიწიოს იუსტიციაში მოსვლა. აპოსტილის გაკეთების ვადაა 8 დღე და ფოსტა მომიტანს სახლში COVID პასპორტს ღირებულება 25 ლარი არის დაჩქარებული წესით. დღესვე გაკეთების ღირებულებაა 100 ლარი. მოკლედ მარტივია ამ პასპორტის აღება!! ბარემ აპოსტილით აიღეთ და დილას თუ მიხვალთ რიგი არ დაგხვდებათ“ - წერს ქეთი ხატიაშვილი.