გადაცემაში "ექიმები" იმ 5 ნივთის შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ყველა ოჯახის ყოველდღიური მოხმარების საგანია, მაგრამ ძალიან მალე ძველდება და ამ დროს საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის.
პირველი ნივთი კბილის ჯაგრისია.
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ლევან რატიანის თქმით, ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ კბილის ჯაგრისი აუცილებლად უნდა გადავაგდოთ. "როცა 3 თვე გავა ან რიმე ინფექციური დაავადება გვაქვს გადატანილი, იმ ჯაგრისზე, რომელსაც ვხმარობთ, აუცილებლად ცუდი ბაქტერიები დაგროვდება და ის ცუდი ბაქტერიები თავისთავად მეორად ინფექციის განვითარებას გამოიწვევს არა მარტო პირის ღრუში, არამედ მთელ ორგანიზმში. მაგალითად, როდესაც კორონავირუსს გადავიტანთ, კბილის ჯაგრისი უნდა
გადავაგდოთ", - ამბობს ლევან რატიანი.
"კბილის ჯაგრისი ყოველ სამ თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა შევცვალოთ. მასზე არსებული ღერები დროთა განმავლობაში ცვდება და დეფორმაციას განიცდის. შესაბამისად, ხეხვის დროს მას არანაირი ეფექტი აღარ გააჩნია", - ამბობს ქირურგი-ოფთალმოლოგი რეზო ომიაძე.
შემდეგი რამ, რაც ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად უნდა გადავაგდოთ, სანელებლებია.
"გარკვეული პერიოდი სანელებლებს თავისი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნიათ, მაგრამ როგორც კი ვადა გასდით, ჩვენს ორგანიზმზე ტოქსიკურად მოქმედებენ და ვადის გასვლის შემთხვევაში, მათ არანაირი დადებითი ეფექტი არ მოაქვთ. ასევე, თუ მშრალი სანელებლები ნესტიან ადგილზე გვიდევს, იცვლის თავის ბიოლოგიურ თვისებას და შეიძლება ჭიებისა და მატლების საბუდარიც კი გახდეს. ყველა სანელებელს თავისი ვადა აწერია, რომელსაც უნდა დავხედოთ. თუ ვადა არ აწერია და ის სოფლიდანაა ჩამოტანილი, როცა თავისი ბუნებრივი სუნი დაქვეითებული ან დაკარგული აქვს, ამ შემთხვევაში, ის აღარ გამოგვადგება", - ამბობს ლევან რატიანი.
შემდეგი ნივთი საოჯახო აფთიაქია.
"საოჯახო აფთიაქის დათვალიერება აუცილებელია. თითოეულ წამალს თავისი გარკვეული ვადა აქვს და ვადის გასვლის შემდგომ აუცილებელია, რომ ის წამალი გამოვიღოთ და გადავაგდოთ", - ამბობს კარდიოლოგი ლევან ქარაზანიშვილი.
გააგრძელეთ კითხვა