TikTok-მა დაამკვიდრა წონის დაკლების ახალი ტენდენცია - ყავა ლიმონით, რომელიც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ცხიმების უფრო სწრაფად დაწვას, მაგრამ ნამდვილად მუშაობს სიმსუქნესთან გამკლავების ეს გზა?
ლიმონს აქვს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ნამდვილად გეხმარებათ წონის დაკლებაში? ამ იდეის მიმდევრებს სჯერათ ლიმონიანი ყავის ძალის და მოსწონთ ამ სასმლის ყოველდღიურად მიღება, მაგრამ ნამდვილად გეხმარებათ თუ არა „რომაული ყავა“ ზედმეტი კილოგრამების სწრაფად დაკლებაში, თუ ეს ტენდენცია მეცნიერულად არ არის გამართლებული?
სოციალურ ქსელში ბევრი ვიდეო იტვირთება იმის შესახებ, რომ ყავაში ლიმონის წვენის დამატებამ შეიძლება დააჩქაროს ცხიმების წვა, თუმცა, კვალიფიციური სპეციალისტები გამოთქვამენ ეჭვს მეთოდის ეფექტურობაში. მაგალითად, დიეტოლოგი რიანონ ლამბერტი ამბობს: „არა, ყავაში ლიმონის წვენის დამატება არანაირად არ გეხმარებათ წონის დაკლებაში.“ ექსპერტმა აღნიშნა, რომ უმჯობესია, ლიმონი დაამატოთ არა ყავაში, არამედ ცხელ წყალში. „მართალია, რომ წყალში ლიმონის წვენის დამატებას შეიძლება ჰქონდეს პოტენციური სარგებელი, დაწყებული ჰიდრატაციის გაუმჯობესებიდან სისავსის გრძნობის გაზრდამდე“, - თქვა დიეტოლოგმა, - თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყველა ეს სარგებელი წყალთან ურთიერთქმედებით მოდის!“ ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ლიმონის სასმელმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანება მჟავიანობის გამო, ამიტომ ამ მეთოდს მაინც სიფრთხილით უნდა მოეპყროთ.
რიანონ ლამბერტმა ასევე დასძინა, რომ ლიმონს შეუძლია ორგანიზმზე განსხვავებული გავლენა მოახდინოს და სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად დამხმარე პროდუქტების არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს საკუთარ გამოცდილებას და შეგრძნებებს. „ის, რამაც ერთ ადამიანს შეუძლია არგოს, მეორეზე შეიძლება საპირისპირო ეფექტი მოახდინოს”, - თქვა ექსპერტმა. - ლიმონმაც და ყავამაც დაამტკიცა თავისი სარგებელი, მაგრამ მათი შერევა კიდევ უფრო დიდ ეფექტს არ იწვევს. ყავის აქტიური ნივთიერება, რა თქმა უნდა, არის კოფეინი, რომელიც არის მასტიმულირებელი და ყველაზე ხშირად გამოყენებული ფსიქოაქტიური ნივთიერება. ის მუშაობს ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებისთვის, გეხმარებათ სიფხიზლის შენარჩუნებაში. სხეულში მოხვედრის შემდეგ კოფეინი სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან სისხლში. შემდეგ ის გადადის ღვიძლში და იშლება ნაერთებად, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვადასხვა ორგანოების მუშაობაზე, თუმცა, კოფეინი ყველაზე მეტად მოქმედებს ტვინზე. ყავის დალევას აქვს რამდენიმე სარგებელი, მათ შორის ტვინის ფუნქციონირებისა და მუშაობის გაუმჯობესება და დეპრესიის რისკის შემცირება. ყავას შეუძლია დაარღვიოს ძილი და შფოთვა გამოიწვიოს“.
დიეტოლოგმა კამილა გრეიმ ასევე ეჭვქვეშ დააყენა ლიმონიანი ყავის უნარი დადებითად იმოქმედოს სხეულის ფორმებზე. „დამტკიცებულია, რომ კოფეინი ბლოკავს გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას, ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ის საზიანო არ არის, თქვენ შესაძლოა საერთოდ არ აითვისოთ ლიმონის წვენის საკვები ნივთიერებები,” - თქვა მან. ვინც ყოველ დილით სვამს მაღალმჟავიან სასმელებს, ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს კბილის მინანქარი ხანგრძლივი დროის გამოყენების შემთხვევაში.“
ჰოლისტიკური ჯანმრთელობის ექსპერტი და დიეტოლოგი ჰაიდი ჰაუერი დაეთანხმა კოლეგებს და თქვა: „პირველ რიგში, მოდით არ მოვიტყუოთ თავი და ვიფიქროთ, რომ არსებობს წონის დაკარგვის ერთი ჯადოსნური სასმელი. წონის დაკლების ყველაზე ეფექტური და მდგრადი გზაა თქვენი დიეტისა და ცხოვრების წესის ჰოლისტიკური ხედვა. იმის ნაცვლად, რომ მთელი თქვენი იმედი ერთ ჭიქაზე დაამყაროთ, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს დიეტაში შაქრის შემცირებაზე, ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდაზე, განსაკუთრებით მწვანე ბოსტნეულზე, რეგულარულ მოძრაობაზე, სტრესის შემცირებაზე და ა.შ.“
ჰეიდიმ ასევე თქვა, რომ წონის დაკლების მიმართ არ შეიძლება იყოს ერთიანი მიდგომა და სხვადასხვა ადამიანი ხედავს განსხვავებულ შედეგებს სხვადასხვა მეთოდისგან. მან დასძინა, რომ ლიმონიანი სასმელები არ უნდა მიირთვათ ცარიელ კუჭზე. „სჯობს, მიირთვათ ფინჯანი საუზმის დროს ან მის შემდეგ”, - ურჩია ჰაუერმა. - ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყავა ხელს უშლის არსებითი მინერალებისა და B ვიტამინების შეწოვას, მიირთვით ზომიერად. დაბალკალორიული კოფეინირებული სასმელების დალევა, როგორიცაა წყალი და მცენარეული ჩაი, სასარგებლოა, ლიმონიანი წყალი კი თავისთავად შესანიშნავია, მაგრამ არა ცალკე და, რა თქმა უნდა, არა ყავასთან ერთად“.