ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს, პირად თუ ოჯახურ კადრებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.
სალომემ ორი დღის წინ ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა: „დღე მეორე. მოკლედ, გუშინ არ მქონდა სიცხე, მაგრამ, ალბათ, ძილში ამეწია და რომ გავიღვიძე, 37.9 მქონდა. დავლიე წამალი და ახლა მეც და მაშკაც, რომელსაც დღეს დილით დაუდასტურდა კორონა, ვიკეთებთ გადასხმას. რა თქმა უნდა, ძალიან კულტურულად მოვიქეცი, დავრეკე 112-ში, დავრეგისტრირდი, ვაცნობე, რომ მაქვს კორონა, მაგრამ როგორც თქვენთან არ დაურეკავს ოჯახის ექიმს, ისე ჩვენთან არ დაურეკავს არავის. ამიტომ, ნუ გექნებათ ოჯახის ექიმის იმედი” – ამბობდა სალომე.
ამჯერად ის საკუთარ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მესამე დღეს თავს განსაკუთრებით სუსტად გრძნობს: „დღე მესამე. დღეს მე და მაშომ დავკარგეთ ყნოსვა და გემო, ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა. დღეს ვარ ყველაზე სუსტად, სულ მგონია, რომ გული მიმდის, ისე სუსტად ვარ. ამიტომ სულ ვწევარ და საუბარიც მიჭირს დღეს. თავს გაუფრთხილდით. სულ ვამბობდი, რომ სჯობს მოვიხადო და უფრო კარგად ვიქნები-მეთქი, მაგრამ არ ღირს“ - ამბობს სალომე გოგიაშვილი.