როდის იქნება ხელმისაწვდომი „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო აბები, რომელიც ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით შეამცირებს

როდის იქნება ხელმისაწვდომი „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო აბები, რომელიც ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით შეამცირებს
კომპანია „ფაიზერმა“ გასულ კვირას გამოაქვეყნა საცდელი შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბი ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და ვირუსისგან სიკვდილის რისკს 89%-ით. ანტივირუსული აბი COVID-19-ის სამკურნალოდ, თუ ის მარეგულირებელმა დაამტკიცა, ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის დასაწყისში. ამის შესახებ Pfizer-ის ხელმძღვანელმა Sky News-ს განუცხადა.

ბენ ოსბორნმა, Pfizer UK-ის მენეჯერმა Sky's Ian-ს უთხრა, ბრიტანეთმა წამლის მარაგზე შეკვეთა უკვე გაგზავნა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წამალი დამტკიცება შესაბამისი ორგანოს მიერ და შესაძლებელი გახდება მისი გამოყენება“ - თქვა მან.

ოსბორნმა თქვა ისიც, რომ კომპანია
წამალზე უკვე დიდი ხანია, მუშაობს და მისი ხარისხი ისეთივე მაღალია, როგორც მათ მიერ შექმნილი ვაქცინის. ის დარწმუნებულია, რომ პრეპარატი ყველა კრიტერიუმს დააკმაოფილებს და მალე ჩაეშვება მოხმარებაში.




წამალი 775 ზრდასრულ ადამიანზე დაიტესტა, მათ შორის, 89%-ს ჰქონდა დადებითი შედეგი. იმ პაციენტთა 1%-ზე ნაკლებს, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს, დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა არც ერთი მათგანი არ გარდაცვლილა. ექსპერიმეტში მონაწილე არცერთი პირი არ ყოფილა ვაქცინირებული და მათ ჰქონდათ კორონავირუსის საშუალო ან მძიმე ფორმა.

„ფაიზერის“ შედეგები ბევრად აღემატება Merck & Co Inc-ის მიერ Molnupiravir-ის გამოყენებუით მიღებულ რეზულტატს. Molnupiravir-მა აჩვენა, რომ მისი მოხმარებით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შედეგბი ნახევრდებოდა. მიუხედავად ამისა, ოფიციალური შედეგები არც ერთ პრეპარატზე არ არის ცნობილი და ექსპერტები დასკვნების გაკეთებას ჯერ კიდევ ერიდებან.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93