ლევან რატიანი საზოგადოებას მოუწოდებს, იზრუნონ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე: „კოშმარი ხდება, ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა... ბევრი არ უკლია ნაბიჯს, სადაც ზღვარი მთავრდება. არის მომენტი, როცა ექიმებიც იფიტებიან, ექიმიც ადამიანია და სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა".
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე კი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მალე იმ მედიკამენტების მარაგიც ამოიწუროს, რომლებიც მძიმე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება: „არის საიმედო მედიკამენტები, რომლებზეც დიდ იმედს ვამყარებთ, მაგრამ თუ ასეთი მაღალი იქნება დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, აღარც მედიკამენტი იქნება საკმარისი“.
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია კი ამბობს, რომ მალე გარდაცვლილთა რიცხვი სამნიშნა შეიძლება გახდეს. „ისეთივე გამოუვალი მდგომარეობაა, როგორც შარშან ამ დროს იყო, ოღონდ შარშან ამდენი ადამიანი არ კვდებოდა, ახალი შტამი უფრო ძლიერია“ - აღნიშნა მან.