„მეც ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა, ეს კი იმის ბრალია, რომ რადგან აცრილები არიან, არავის და არაფერს ერიდებიან...“ - თამარ ივერი

„მეც ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა, ეს კი იმის ბრალია, რომ რადგან აცრილები არიან, არავის და არაფერს ერიდებიან...“ - თამარ ივერი
ცნობილი სოპრანო, საოპერო მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშიარდ აზიარებს როგორც პირად ფოტოებს, ისე საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად ის კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს: „უკვე რა სასაცილო გახდა გამოთქმა, „ვიცრები იმიტომ, რომ შენ დაგიცვა“, არადა, მეც ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა და ჩემ გარშემოც სულ მესმის, აცრილმა გადამდო, 20ჯერ აცრილმა გადამდოო... ეს კი იმის ბრალია, რომ რადგან აცრილები არიან, არავის და არაფერს ერიდებიან. სულ მეუბნებიან, ნუ გეშინია, გადაგკოცნი, აცრილი ვარ, ნუ გეშინია, მოვალ
სტუმრად, აცრილი ვარ, ნუ გეშინია, გვერდზე დაგიჯდები, აცრილი ვარ... ამ დროს, თავად ვერ გრძნობენ ან ძალიან მსუბუქად გრძნობენ სიმპტომებს და სხვებთან კი აფრქვევენ ვირუსებს. ასე რომ, აღარ გავიგო ეს სლოგანი, უფრო მართებულია - „ ვიცრები, რადგან უსიმპტომომ შეუმჩნევლად გადაგდო“ - წერს თამარ ივერი. 


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
თიკო
ხო და აიცერით თქვენც.
15:36 / 23-11-2021
გამოხმაურება / 0 /
ნატაშკა
ჩემს ირგვლივ ორჯერ აცრილები არიან კოვიდით დაავადებულები. საავადმყოფოშიც იწვნენ და რთულადაც შეხვდათ მაშინ როცა აუცრელები თვითიზოლაციით გამოჯანმრთელდნენ.
11:40 / 23-11-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93