„არ მოგესმათ, საღეჭმა რეზინამ შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი“ - გიორგი ფხაკაძე

„არ მოგესმათ, საღეჭმა რეზინამ შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი“ - გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებულ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარეობს საღეჭი რეზინის გამოცდა, რომელმაც შესაძლოა, კოვიდთან წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანოს.

„როგორც ვამბობდი, პროგრესი მიმდინარეობს. ამის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები გვექნება მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებიდან. ბევრი ადამიანი არ იცრება, ვინაიდან, უბრალოდ, ეშინია. მესმის და ეს გასაგებია, ეს ნორმალურია. და ზუსტად ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტულმა საღეჭი რეზინმა, (არ მოგესმათ, საღეჭი რეზინი), რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს
გარკვეული თვისებები, შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი, როცა ადამიანი ლაპარაკობს, და ახველებს. ეს არის ექსპერიმენტული, პირველი ეტაპი, მაგრამ საკმაოდ საიმედო შედეგებია. მე მჯერა, რომ 2022 წელი იქნება კოვიდის კონტროლის წელი და ჩვენ, კაცობრიობა, შევძლებთ მის კონტროლს. ჯანმრთელობას გისურვებთ!..“ - წერს გიორგი ფხაკაძე.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93