საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული აუცრელი პირები ყოველთვიურად "ჯანმრთელობის გადასახადს" - 114 დოლარს გადაიხდიან

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული აუცრელი პირები ყოველთვიურად "ჯანმრთელობის გადასახადს" - 114 დოლარს გადაიხდიან
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამოც წელს გადაცილებული პირები, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინით არ არიან აცრილები, ყოველთვიურად 114 დოლარით დაჯარიმდებიან.

ჯარიმას კი "ჯანმრთელობის გადასახადი" უწოდეს, რომელიც მიზნად ისახავს ვაქცინაციის ზრდას და საავადმყოფოებში მდგომარეობის შემსუბუქებას.

როგორც ცნობილია, "ჯანმრთელობის გადასახადი" მას შემდეგ დამტკიცდა, რაც "ომიკრონის" ახალი შტამი დაფიქსირდა.

ახალი რეგულაცია ქვეყანაში 16 იანვრიდან ამოქმედდება და შეგროვებული თანხა საბერძნეთის იმ კლინიკებს გადაეგზავნებათ, სადაც პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან.

"ეს ადამიანები პირველები უნდა იყვნენ დაცულები, რადგან ისინი პანდემიის დროს ყველაზე ხშირად ხვდებიან საავადმყოფოებში,
რაც ხელს უშლის სხვა სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანების ჰოსპიტალიზაციას" - ამბობენ საბერძნეთში.

სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, 70 წლის ადამიანის ვაქცინაცია 34 ახალგაზრდის ვაქცინაციას უტოლდება. ყველაზე საშიში პერიოდი კი ახლა დგება, როდესაც ყველა საახალწლოდ ემზადება.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
თეო
საბერდნეთის ეროვნულუ ვალუტი არის ევრო , 100 ევროზეა საუბარი და არა დოლარზე .
17:52 / 01-12-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93