რატომ უნდა დავამატოთ ყავას დარიჩინი

ყავის მოყვარულთათვის, ალბათ, უკვე კარგად ნაცნობია, რომ ეს სასმელი მადას აქვეითებს, გვეხმარება წონის კლებაში, ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და დახარჯული კალორიების რიცხვს ზრდის. ფიზიკური აქტივობის წინ კოფეინის მიღება კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ვარჯიშს. თუ რა სარგებლის მომტანია დარიჩინიანი ყავა ადამიანისთვის, ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ეთერში ენდოკრინოლოგმა ნაია ლატარიამ ისაუბრა:

„დარიჩინი, ყავასთან ერთად, მადას აქვეითებს. ამიტომ დარიჩინიანი ყავა კიდევ უფრო კარგია წონის კლებისთვის. გარდა ამისა, დარიჩინი სავსეა ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით და მეტი სარგებელი მოაქვს. იგულისხმება, ცხადია, უშაქრო
ყავა, რასთან ერთადაც რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვა და კალორიების დოზირება. თუ ყავას დამატკბობელს დავუმატებთ, დარიჩინის იმედად არ უნდა ვიყოთ. კვლევებით არის დამტკიცებული, რომ დღეში სამი ფინჯანი ყავის მიღება ხელს უწყობს წონის კლებას“ - ამბობს ნაია ლატარია.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93