ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მას "ომიკრონი" დაუდასტურდა და აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე აცრამ ძალიან დაიცვა.
ახალი შტამის სიმპტომებსა და მის მდგომარეობაზე მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
"ეს არ არის მარტივი ვირუსი. ამ წუთამდე არ ვიცი, ვისგან გადამედო ვირუსი. როგორც ჩანს, შემთხვევით მომენტი იყო, რომ გადამედო. ერთი ვიცი ზუსტად, რომ მე რომ აცრილი არ ვყოფილიყავი, გამორიცხული იყო აქ პირდაპირ ეთერში ჩართვა მომეხერხებინა. მე მაქვს ფილტვებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები და ვირუსი ჩემთვის კატასტროფაა.
განაგრძეთ კითხვა