კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტი და სათანადოდ შერჩეული მოვლის საშუალებები ვერასოდეს ვერ უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღესა და სილამაზეს 100%-ით, თუ დიეტას არ დაიცავთ. ბანალური „ჩვენ ვართ, რასაც ვჭამთ“, ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურია. თუ რეგულარულად გაწუხებთ აკნე, შესაძლოა ღირდეს გადახედოთ თქვენს რაციონს. ქვემოთ ჩამოვთვლით ოთხ საკვებს, რომლებიც უნდა გამორიცხოთ (ან შეამციროთ) და ოთხს, რომლებიც უნდა დაამატოთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
გამორიცხეთ:
რძის პროდუქტები
რძის პროდუქტების მიერ გამონაყარის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ძროხებს ხუთჯერ უფრო ხშირად წველიან, ვიდრე ადრე. სტრესის გამო რძეში პროგესტერონის დონე რამდენჯერმე იზრდება. დღეს რძეს, თუნდაც ორგანული იყოს, აქვს მაღალი დონის სტრესის ჰორმონები, მათ შორის, კორტიზოლი, რაც იწვევს აკნეს.
სწრაფი ნახშირწყლები
როგორც ჩანს, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეფექტის მიღწევას ცდილობთ, დიეტოლოგები ყოველთვის გირჩევენ სწრაფი ნახშირწყლების გამორიცხვას. ფაქტია, რომ ეს არის ყველაზე უსარგებლო ნივთიერებები, რომელთა წარმოდგენაც კი შეიძლება. ასეთი საკვები არაფერს მოგიტანთ, გარდა სისხლში შაქრის მკვეთრი მატებისა და კანის პრობლემებისა.
ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთის პოპულარობის მიუხედავად, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო ზემოქმედება კანზე.
იხილეთ სრულად