„ისე ცუდად ვიყავი, თავზარი რომ დაგეცემა ადამიანს... სანდრო ჩემ გვერდით იყო, ცდილობდა, შეემსუბუქებინა, მაგრამ ვერავინ მშველოდა... ახლაც ვმკურნალობ“ - რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ია ფარულავას გადაცემას სტუმრობდა, სადაც მშობიარობის შემდეგ განვითარებულ დეპრესიაზე ისაუბრა. რუსკამ აღნიშნა, რომ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მსგავსი პრობლემა არ ჰქონია, თუმცა მეორე მშობიარობის შემდეგ პრობლემებმა იჩინა თავი:

„დამემართა, მაგრამ რა დამემართა... ეს არ იყო უბრალოდ დასევდიანება. წინ ვეღარ ვიყურებოდი, ვეღარ ვხედავდი ჩემს თავს ვერსად. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურშიც გავედი, მივხვდი, რომ საერთოდ არაფერი აღარ მინდოდა დედამიწის ზურგზე. ერთადერთი, ბავშვები მაცოცხლებდა. ისე ცუდად ვიყავი, თავზარი რომ დაგეცემა. ვერ ვშველოდი ჩემს
თავს, ვერავინ მეხმარებოდა. სანდრო ჩემ გვერდით იყო, ცდილობდა, რომ შეემსუბუქებინა და მადლობა მას ამისთვის. ერთი კვირა ისე გავიდა, არ მიძინია. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ეს ეკრანზე არ გამოჩენილიყო. დედაჩემი იშვიათად მაქებს, მაგრამ მითხრა, ყოჩაღ, არ გეტყობა, რომ ცუდად ხარო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასე ცუდად ვიქნებოდი. მერე მივედი ექიმთან, დამინიშნა მკურნალობა და ახლაც ვმკურნალობ“ - თქვა რუსკა მაყაშვილმა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93