მეცნიერები განმარტავენ ალბინიზმს, როგორც „მემკვიდრეობით, გენეტიკურ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს კანში, თმასა და/ან თვალებში წარმოქმნილი მელანინის პიგმენტის რაოდენობას“. ეს არის მდგომარეობა, რომელიც აწუხებს 3000 ადამიანიდან 1-ს მაინც აშშ-ის ფარგლებს გარეთ. მაგრამ კონი ჩიუსთვის, რომელიც გაიზარდა ჰონგ-კონგში, რთული იყო მსგავსი თვისებების მქონე ადამიანების პოვნა. შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია და 20000-დან დაახლოებით 1 ადამიანს ემართება.
"ვფიქრობ, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, სანამ მივხვდი, რომ სხვანაირად გამოვიყურები." - ამბობს კონი.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა პატარა ასაკში უთხრეს, რომ ის იყო "განსხვავებული", "შუქმგრძნობიარე" კანით და თვალებით, მისმა ოჯახმა პირობა დადო, რომ არასოდეს მოექცეოდნენ მას სხვანაირად. მისი და-ძმები ხშირად ეხმარებოდნენ ჩიუს თავის მდგომარეობასთან გამკლავებაში.
"მახსოვს, ერთ დღეს ჩემი დები მოვიდნენ სკოლიდან და ძალიან აღელვებულები იყვნენ: "ვიღაც ვნახეთ! გოგონა, რომელიც შენნაირი იყო", - ჰყვება ის.
მას შემდეგ, რაც ჰონგ -კონგში აღმოაჩინა ალბინიზმით დაავადებული სხვა ქალი - ვიღაც, ვინც თავდაჯერებულად დადის გარეთ, ჩიუმ გამბედაობა იპოვა და დაემორჩილა ალბინიზმს.
„უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს ადამიანი გარეთ დადიოდა და მეჩვენებოდა, რომ საკმაოდ დამოუკიდებელი იყო - ამან დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ის არ იმალებოდა და ეს არც მე უნდა გამეკეთებინა.“ - ამბობს ჩიუ.
"ის ცხოვრობს ცხოვრებით, თუ ის გარეთ დადის, ჩემსავით გამოიყურება და კარგადაა, მაშინ მეც ვიქნები ასეთი ადამიანი. ასევე ვიქნები ბედნიერი და დამოუკიდებელი და საკუთარი თავის ინსპირაცია“, - აღნიშა მან.
„სარკეებს იმდენ ხანს ვერიდებოდი, დღეს ვიყურები, თითქოს ახალ ადამიანს ვხედავ“ – ერთი ფიტოგრაფის ისტორია, როგორია ცხოვრება ალოპეციასთან ერთად
თუ თქვენ შეშუპებული ან ვარიკოზული ვენები გაწუხებთ, ფერადი წინდები აუცილებლად დაგეხმარებათ