დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი XE აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ის უფრო გადამდებია, ვიდრე "ომიკრონი".
XE არის "რეკომბინანტი", რომელიც წარმოადგენს BA'1 და BA.2 Omicron შტამების მუტაციას. რეკომბინანტული მუტაციები ჩნდება მაშინ, როდესაც პაციენტი ინფიცირდება Covid-ის სხვადასხვა შტამით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ახალი მუტაცია XE, როგორც ჩანს, 10 პროცენტით უფრო გადამდებია, ვიდრე Omicron-ის BA.2 ქვევარიანტი:
„ადრეული შეფასებები მიუთითებს დაინფიცირების ტემპის 10 პროცენტით ზრდაზე BA.2-თან შედარებით, თუმცა ეს მსჯელობა საჭიროებს დამატებით დადასტურებას.“
ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ XE პირველად 19 იანვარს დაფიქსირდა და მისი 637 შემთხვევაა დაფიქსირებული.
იმავდროულად, Omicron-ის BA.2 ქვევარიანტი სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ბრიტანეთში ერთი კვირის მანძილზე კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 600 000 ადამიანით იმატა.
შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ასევე გააკეთეს განცხადება Covid-ის შემთხვევების ზრდის შესახებ, რაც, მათი მტკიცებით, BA.2 ვარიანტის გავრცელებითაა გამოწვეული.
წყარო: independent.co.uk