საშვილოსნოს ძირითადი ფუნქცია შვილოსნობაა. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ნებისმიერ ქალს შეუძლია გაიგოს, როგორი ფორმის საშვილოსნო აქვს.
უმეტეს შემთხვევაში, საშვილოსნო მედიცინაში ნორმად მიჩნეულ საზღვრებში თავსდება, თუმცა არსებობს თანდაყოლილი თავისებურება გამონაკლის სახით.
ამ დროს შესაძლოა თავი იჩინოს ნაყოფის ჩასახვის და ორსულობის მიმდინარეობის გართულებებმა.
კვლევები მოწმობს, რომ ანომალიური საშვილოსნოს მქონე ქალებში შედარებით მაღალია ორსულობის განმეორებითი შეწყვეტისა და უშვილობის მაჩვენებელი.
ამ საკითხზე ვრცლად ექიმი არსენ გვენეტაძე საუბრობს, რომელსაც ჰყავს პაციენტი, რომელმაც 6 შეწყვეტილი ორსულობის მიუხედავად მოახერხა და დედა გახდა.
„საშვილოსნოს თანდაყოლილი თავისებურება არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ორსულობის სწორად განვითარებას და დაახლოებით 12%-ის შემთხვევაში იწვევს მის შეწყვეტას. საშვილოსნოს პლასტიკური ოპერაცია არის 10-15-წუთიანი პროცედურა, რომელიც ათავისუფლებს ქალს ამ პრობლემისგან და წარმატების შედარებით მაღალი შანსი ეძლევა შემდეგი ორსულობის განმავლობაში.
ორი ან მეტი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ საშვილოსნოს განვითარების თავისებურება, ანომალია, ორსულობის ორჯერ ან მეტჯერ შეწყვეტა როდესაც ხდება, მიზეზებს შორისაა ჰორმონალური დარღვევები, ანტიფოსპოლიტიდური სინდრომი, ანუ სისხლის შედედების პრობლემები, გენეტიკური ნაწილი და ანატომიური თავისებურებები. ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკას 2016 წლიდან აქვს ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის არაერთი შემთხვევა. კლინიკაში მოქმედებს ამ პაციენტების მკურნალობის საერთაშორისო ცენტრი, წარმატების შემთხვევა კი იმდენად ბევრია, რომ მსოფლიო კონგრესებზე განიხილება. პაციენტმა, რომელსაც ჰქონდა 6 შეწყვეტილი ორსულობა და გადიოდა მკურნალობას, საშვილოსნოს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ გააჩინა ჯანმრთელი შვილი“, - ამბობს არსენი.
„მეგონა, რომ გავგიჟდი... ყველგან ბავშვები მეჩვენებოდა“ - უნაყოფო ქალი, რომელმაც ბავშვი მედიცინის დახმარებით გააჩინა
ქალი, რომელმაც ახალშობილების ნაცვლად თოჯინები დამარხა, ქმარს შეურიგდა