მძიმე სენის დამარცხების შემდეგ ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელებში ხშირად აქტიურობს და სიმსივნის შესახებაც არაერთხელ უსაუბრია. ხათუნა სამკურნალოდ საზღვარგარეთაც იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ ხათუნამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა:
„ამ დაავადებას სასიკვდილოდ თვლიდნენ ბევრი წლის წინ… ახლა მთავარია, სწორ დროს აღმოაჩინოთ და დაისახოთ მიზნად ბრძოლა, რწმენის გაძლიერება და აუცილებლად იცოცხლებთ, აუცილებლად გადარჩებით!
ონკოლოგების წვლილი ყოველთვის დიდი იყო და იქნება ამ დაავადებასთან ბრძოლაში! დიდი მადლობა ყველა ქართველ ონკოლოგს, განსაკუთრებით, ჩემს რომა სრესელს.
პ.ს. ვისაც ახლა გიწევთ ამ ტანჯული გზის გავლა, არც კი იფიქროთ ხელის ჩაქნევა! იბრძოლეთ, განსაკუთრებით იბრძოლეთ თქვენი შვილებისთვის და ოჯახისთვის! თქვენ მათ სჭირდებით.“ - წერს ხათუნა ჟორდანია.
„საუკეთესოს იმსახურებ ყველაფერს, იმიტომ, რომ საუკეთესო მამა, ქმარი და მეგობარი ხარ! ბედნიერებაა, როცა ამდენ ადამიანს გულწრფელად უყვარხარ“ - ხათუნა ჟორდანიას ემოციური წერილი ზურა ხაჩიძეს
„შენ ხარ ჩემი მზე, გული და სული... მადლობას გიხდი ყველაფრისთვის“ - ხათუნა ჟორდანია ნინი ქარსელაძის შესახებ წერს
„ამ ტრაგედიის გამო განადგურებულები ვიყავით... მთელი ცხოვრება ვილოცებ იმისთვის, რომ უფალმა მათ თავისნაირი ადამიანები არ მოაკლოთ“- რა მოხდა ნინი ქარსელაძის ოჯახში