ცოტა ხნის წინ ხათუნა ჟორდანიამ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი ამცნო და თქვა, რომ სიმსივნე დაამარცხა, თუმცა ამჯერად თურქეთიდან საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ კვლავ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მიუხედავად ამისა, დანებებას არ აპირებს და იბრძოლებს, რომ ბოლომდე დაამარცხოს დაავადება:
„ახლა სტამბოლში ვიმყოფები, შესამოწმებლად ჩამოვედი და კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს. გავდივარ მკურნალობის კურსს, ვიკეთებ დასხივებას. სიმსივნე განაჩენი არ არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მე ვიყავი და ვარ ამის მაგალითი. ზუსტად ვიცი, ამ პატარა პრობლემასაც მოვერევი და შევძლებ, ბოლომდე დავამარცხო ეს ვერაგი დაავადება. ყველა, ვინც ამ დაავადებას ებრძვით, არ დაყაროთ ფარ-ხმალი. მე ჩემი სიცოცხლით დაგიმტკიცებთ, რომ ყველა დაავადება განკურნებადია, თუ ადამიანი მოინდომებს“ - აღნიშნა მან.