უცნაური ფორმით და დაუვიწყარი არომატით, ჯანჯაფილს შეუძლია ორგანიზმისთვის უამრავი სარგებელის მოტანა: ის ხსნის თავის ტკივილს და აქვს სამკურნალო თვისებები, მაგრამ ამასთან ერთად, წონის დასაკლებად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
როგორ დავლიოთ ჯანჯაფილი იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ?
ჯანჯაფილის დიეტა წონის დაკლებისა და დეტოქსიკაციის ცნობილი საშუალებაა. ჯანჯაფილის ჩაის რეცეპტები მოითხოვს მის მომზადებას უმი, ახალი ფესვისგან. ბოლო წლებში ეს ეგზოტიკური პროდუქტი თითქმის ყველა სუპერმარკეტში იყიდება, ამიტომ მისი შეძენა არ გაგიჭირდებათ.
შემადგენლობისა და აქტიური ნივთიერებების მხრივ ყველაზე ღირებულია ახალი ჯანჯაფილის ფესვი, გარდა ამისა, ასეთი ჯანჯაფილი უფრო ადვილად იწმინდება, მის კანს გამკვრივების დრო არ აქვს და შესაბამისად არც მისი გარეცხვა გაგიჭირდებათ. ვიზუალურად ახალგაზრდა ჯანჯაფილს აქვს სასიამოვნო კრემისფერ-ოქროსფერი შეფერილობა, შეხებით გლუვია, კვანძების გარეშე.
ძველი ჯანჯაფილის ფესვის ამოცნობა შესაძლებელია მისი მშრალი, დანაოჭებული კანით, ასეთი ფესვი ყვითელი ფერისაა, ხასიათდება უხეში მყარი ბოჭკოებით. ძველი ჯანჯაფილის დაჭრა და გახეხვა უფრო შრომატევადი საქმიანობაა.
ჯანჯაფილი ხელს უწყობს საჭმლის მონელებასაც, ასე რომ ჭამის შემდეგ მისი მიღება დაეხმარება თქვენს კუჭს რომ საკვები მარტივად გადაამუშავოს და ცხიმების დაგროვება არ მოხდეს.
ჯანჯაფილის ძირითადი ეფექტი წონის დაკლებისთვის განპირობებულია ფესვის უნარით რომ გააძლიეროს თერმოგენეზი - სითბოს გამომუშავება, რომელიც თან ახლავს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს. თემორგენეზის პროცესთან ერთად ხდება ცხიმების წვა და წონაში კლებაც.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჯანჯაფილის გამოყენება ასტიმულირებს ცერებრალური სისხლის მიმოქცევას, რაც სინამდვილეში ნიშნავს მუდმივად კარგ განწყობასა და სწრაფ აზროვნებას.
ასე რომ, მათ, ვისაც წონაში კლება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება სურთ, ახალი ჯანჯაფილის ფესვები სუფთა, ოთახის ტემპერატურის წყალთან ერთად უნდა მიიღონ, შედეგი კი არ დააყოვნებს და ის სწრაფად და მარტივად შესამჩნევი იქნება.
პრაქტიკაში ჯანჯაფილს ყველაზე ხშირად ლიმონის კომბინაციაში იყენებენ, თუმცა ნაყენის მოხმარებას უნდა ერიდონ ორსულები და ადამიანები, რომლებსაც ალერგიული დაავადებები აწუხებთ.
ჯენიფერ ენისტონი ამ მარტივი სალათის წყალობით 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა იდეალურ ფორმას - ჯენიფერ ენისტონის ცნობილი „ექიმის სალათის“ რეცეპტი
უნიკალური მცენარე - როგორ მივიღოთ ქაცვი ისე, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს