თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ესტუმრა და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა:
„მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ… ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ყველაზე ძალიან რაც მჭირდებოდა, შემექმნა პრობლემა – სმენაზე. ამ დაავადებას ჰქვია ოტოსკლეროზი. თითქმის ორივე ყურში განვითარდა, სმენის 70% დამაკლდა. ეტაპობრივად ვატყობდი ცოტ-ცოტას. ბოლოს ძალიან რომ შევწუხდი, ჩემმა მეგობარმა ძალისძალად მომიგვარა ყველაფერი, გერმანიაში გამიშვა და ორივე ყურზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ორივე ყურში იმპლანტები მაქვს. ახლა კარგი სმენა მაქვს, მაგრამ იყო პერიოდი, რომ მანქანების ხმა არ მესმოდა ქუჩაში. ასე ზუსტად არავინ იცის, რამ განაპირობა ეს დაავადება, მაგრამ მივიჩნევ, რომ ყველა ჩემი დაავადება ჩემი ხასიათის ბრალია. ძალიან დიდი ამპლიტუდა აქვს ჩემს განცდებს…
გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია სამი წლის განმავლობაში, ალბათ, ოთხი. სტრესები და ჩემი ნერვიულობები აქაც მოვიდა და კაპილარული კარცინომის ოპერაციაც გავიკეთე. ახლა ცოტა ხმაზე მაქვს პრობლემა, მაგრამ ალბათ, გადავლახავ ამასაც…“ - აღნიშნა რუსამ.