2 კითხვა, რომლებიც უნდა დაუსვა საკუთარ თავს, სანამ ვეგანი გახდები

2 კითხვა, რომლებიც უნდა დაუსვა საკუთარ თავს, სანამ ვეგანი გახდები
დღეს ბევრი ადამიანი ამბობს უარს ცხოველურ პროდუქტზე. ეს პროცესი გარკვეულ გამოწვევებთანაცაა დაკავშირებული და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს. ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად უნდა დაუსვათ 2 უმთავრესი კითხვა საკუთარ თავს:
  • მზად ხართ ბულინგისთვის თქვენი მეგობრებისა და ნაცნობების მხრიდან, რომლებიც ხორცს ჭამენ?
სტატისტიკის მიხედვით, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მოქმედებს დამწყებ ვეგანებზე - მუდმივი კრიტიკა და ჩხუბი ნათესავებსა და მეგობრებთან, რომლებიც არ იზიარებენ მათ გზას. ვეგანებს ხშირად აღწერენ, როგორც გაღიზიანებულ ადამიანებს და ამ ყველაფერს მიაწერენ მათ რაციონში ხორცის
ნაკლებობას და შიმშილის მარადიულ გრძნობას.

შეეცადეთ უპასუხოთ ერთსა და იმავე კითხვას ყოველდღიურად ძალიან ბევრჯერ - ნამდვილად არ გსურთ სტეიკის ნაჭრის ჭამა? ან ყოველთვის უარი თქვათ კოლეგების შეთავაზებაზე, რომ ჭამოთ უახლოეს ფასტფუდში შემწვარი ქათმის ფრთები. მეგობრის არჩევანის პატივისცემის უნარი რთული მეცნიერებაა, რომლის სწავლაც ბევრს ჯერ კიდევ სჭირდება. ყველა მეგობარი არაა, ვინც სტუმრად გიწვევთ. დარწმუნდით, რომ სუფრაზე მენიუ ყველასთვის შესაფერისია.

გამოცდილი ვეგანები გვირჩევენ - „მოკალით ბოროტი კრიტიკოსები სიკეთით“ და ბოროტ ხუმრობებზეც კი დადებითი და კეთილი პასუხები გაეცით. იყავით თანამგრძნობი მათ მიმართ, ვინც ხუმრობს თქვენთან. დასასრულ, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ მათ რაიმე საინტერესო ფაქტი ვეგანიზმზე. ბოლოს და ბოლოს, ოდესღაც თქვენც სხვანაირები იყავით - არაფერი იცოდით ამ გამოცდილების შესახებ. უბრალოდ არასდროს იჩხუბოთ და მშვიდად, არგუმენტირებულად დაამტკიცეთ თქვენი ნათქვამი.

ლაიფ ჰაკი: სტუმრობის დროს თან წაიღეთ სახლში გაკეთებული ვეგანური ღვეზელი ან ნებისმიერი სხვა კერძი, რათა აჩვენოთ თქვენს ახლობლებს, რამდენად გემრიელი შეიძლება იყოს ჯანსაღი საკვები.


  • გსურთ სწრაფად გახდეთ ვეგანი თუ ეტაპობრივად?

ამ კითხვაზე პასუხი დიდად დაგეხმარებათ საკუთარი სურვილების გაგებაში. თუ გსურთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ ყველაფერი, მაშინ სასწრაფოდ გაიქეცით ბაზარში ბოსტნეულის, მწვანილისა და ხილის სიით. თუ მიდრეკილი ხართ რეფლექსიისკენ და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, უფრო ადვილია ყველაფერი გააკეთოთ ეტაპობრივად, პატარ-პატარა ნაბიჯებით.

ლაიფ ჰაკი: ჯერ შეცვალეთ ჩვეულებრივი სოუსები ვეგანურით, შემდეგ დაამატეთ მეტი მწვანილი თქვენს დიეტაში, შემდეგ დაიწყეთ მხოლოდ ვეგანური ტკბილეულის ყიდვა. ნუ გაკიცხავთ თავს, თუ შემთხვევით შეჭამთ თევზის ან ხორცის ნაჭერს - ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93