ხშირად გტკივათ თავი ქარიან დღეებში? გრძნობთ დისკომფორტს მკვეთრი გაციების გამო? გაწუხებთ შაკიკი? თუ ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის „დიახ“ და ეს ყველაფერი ამინდთანაა დაკავშირებული, სავარაუდოდ, თქვენ ხართ ამინდისადმი ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანი. სხვადასხვაგვარი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი განიცდის ამინდისადმი მგრძნობელობას! შემთხვევითი არ არის, რომ მეტეოროლოგიური ორგანიზაციების ვებგვერდებზე ყოველდღიურად ქვეყნდება სპეციალური პროგნოზები ყველაზე მგრძნობიარე ადამიანებისთვის.
ბოლომდე ცნობილი არ არის ამინდზე დამოკიდებულების მიზეზები, მაგრამ მათ შორის ყველაზე სავარაუდო, რომელსაც მეცნიერები ასახელებენ, არის რყევები ავტონომიური ნერვული სისტემის მუშაობაში, რომელიც ასევე პასუხისმგებელია სხეულის რეაქციაზე გარემოს ცვლილებებთან მიმართებით.
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს ამინდის ცვლილებები ჩვენზე. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- შაკიკი, რომელიც გამოწვეულია ტემპერატურის უეცარი ცვლილებით.
- სისხლში შაქრის დაქვეითება, რაც იწვევს სუნთქვის პრობლემებს და ეპილეფსიურ კრუნჩხვებსაც კი.
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 80% ვითარდება ატმოსფერული წნევის იშვიათი რყევების გამო. მაგალითად, გულის შეტევა ყველაზე ხშირად გვიან შემოდგომაზე ხდება, როდესაც ატმოსფერული წნევა დაბალია და ტენიანობა 60%-ზე ნაკლებია.
- მაღალი ტენიანობის დროს იმატებს შფოთვა და ჩნდება რევმატული ტკივილები.
- მშრალმა ქარმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დაღლილობასა და მოუსვენრობაზე.
გარდა ამისა, კლასიკური „მავნებლები“ – მოწევა, ალკოჰოლი, უმოძრაო ცხოვრების წესი და ნერვული სტრესი – ამძაფრებს ჩვენს დამოკიდებულებას ამინდზე და უფრო მგრძნობიარეს გვხდის ნებისმიერი მოვლენის მიმართ.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბუნებასთან ბრძოლაში ძალები არათანაბარია, უმჯობესია ინფორმაციის მარაგი და მოთმინება. მაგრამ სინამდვილეში არსებობს სხვა გზები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ ამინდის ცვლილებებისადმი დამოკიდებულების შეცვლას.
ამინდის მგრძნობელობის წინააღმდეგ ბრძოლის ხუთი გზა:
- ორგანიზმში C და B ვიტამინების დონის გაზრდა. რეკომენდებულია რაციონში მეტი ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეულის და ანტიოქსიდანტების დამატება;
- იძინეთ მინიმუმ რვა საათი დღეში, რათა შეამციროთ სტრესისა და შფოთვის პოტენციური დონე;
- შეარჩიეთ ტანსაცმელი უფრო გააზრებულად, რათა თავიდან აიცილოთ სხეულის გადახურება ან ჰიპოთერმია.