უკვე შემოდგომაც დადგა და გარდერობის ცვლილებასთან ერთად, აუცილებლად უნდა შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური კვება. რატომ? იმიტომ, რომ შემოდგომასა და ზამთარში სალათების ჭამა ისეთივე უცნაური იქნება, როგორც საცურაო კოსტიუმის ტარება.
მაშ, რა უნდა მიირთვათ? ტემპერატურის კლებასთან ერთად ჩვენ ისე უნდა ვიკვებოთ, რომ სხეულში „ინი და იანი“ დავაბალანსოთ. თუ ჩვენ შევჭამთ „ცივ“ საკვებს, რომელიც „იანის“ საკვებადაა მიჩნეული, მაგალითად, ხილს, ბოსტნეულს, ცივ სალათებსა და სასმელებს, შეიძლება ორგანიზმის ავადობა გამოვიწვიოთ.
აქედან გამომდინარე, ცივი თვეების განმავლობაში მიზანშეწონილია „იანის დამამშვიდებელი“ საკვების მიღება, რომელიც დააბალანსებს თქვენს ჰორმონებს, დააბალანსებს იმუნურ სისტემას, აგრეთვე, გაგხდით უფრო ენერგიულს და თავსაც კარგად იგრძნობთ.
რა უნდა მიირთვათ შემოდგომა/ზამთრის სეზონზე?
- ბოსტნეული: სტაფილო, გოგრა და ტკბილი კარტოფილი
- მარცვლეული: ბრინჯი, შვრია, ფეტვი
- პარკოსნები: ლობიო, ოსპი, სოია
- მწვანე ბოსტნეული: ბროკოლი, ისპანახი, ნიახური, არტიშოკი
- ხილი: ვაშლი, ბროწეული
- ციტრუსები
- თევზი
სეზონებთან ერთად თქვენი კვების რაციონის ცვლილება აუცილებელია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. თუ ასე მოიქცევით, თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ და ავადმყოფობასაც თავიდან აირიდებთ.
ია რომანაძე