რომელი პროდუქტები "უყვარს" ჩვენს ტვინს? რა უნდა მივაწოდოთ იმისთვის, რომ უკეთ იმუშაოს და ხანგრძლივად შეინარჩუნოს ჯანმრთელობა?
მოცვი
დიდი რაოდენობით მოცვის ჩაის მიღება სავალდებულოა ხანდაზმულებისათვის. იგი არაჩვეულებრივია მეხსიერებისათვის. მეხსიერებისათვის აგრეთვე სასარგებლოა ჟოლო და მაყვალი.
ავოკადო
აშშ-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ავოკადო არტერიულ წნევას არეგულირებს. სასურველია მისი მიღება ცოცხლად, სალათებში.
ბადრიჯანი
ბადრიჯნის კანში შემავალი შავი პიგმენტი ხელს უწყობს ტვინის უჯრედებში ცხიმის აუცილებელი რაოდენობის შენარჩუნებას.
ქათმის ხორცი
ქათმის ხორცი მდიდარია B2, B6, B12 ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მეხსიერებას. ერთადერთი რჩევა ფრინველის მოყვარულებს: მომზადების წინ ქათამს კანი გააცალეთ.
ჭარხალი
ჭარხლის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უმჯობესია ბოსტნეული უმი სახით მიირთვათ.
ორაგული
თევზში შემავალი ომეგა-3 განაახლებს ტვინის უჯრედებს.
ყავა
კოფეინი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, იცავს ნერვულ სისტემას ტოქსინებისგან, ხოლო სისხლძარღვებს - ქოლესტერინისგან.
კივი
მხოლოდ ერთი ცალი კივი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას. ეს სასარგებლო ხილი ტვინს იცავს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან...გაგრძელება