- როგორ იცვლება თქვენი წონა ასაკთან ერთად
კვლევებმა აჩვენა, რომ მუცლის არაჯანსაღი ცხიმი ასოცირდება ანთებასთან, გულის დაავადებებთან და დიაბეტთან. თუმცა, ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით თქვენი წონის სამართავად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკის მატებასთან ერთად. თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა დღეში 30 წუთის განმავლობაში. უმჯობესია იყოთ აქტიური კვირაში მინიმუმ სამი დღე. ასევე, კვირაში მინიმუმ ორი დღე, ჩართეთ კუნთების გამაძლიერებელი აქტივობები, როგორიცაა სიმძიმეების აწევა ან ჩაჯდომის გაკეთება. აქტივობები წონასწორობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა იოგა, ტაი ჩი და წონასწორობის პოზები, როგორიცაა ხის პოზა (ერთ ფეხზე დგომა).
- როგორ იცვლება თქვენი კუნთები და ძვლები ასაკთან ერთად
ძვლის სიმკვრივე იზრდება სქესობრივი მომწიფებიდან 30 წლამდე, განსაკუთრებით, რეგულარული ვარჯიშით და D ვიტამინით და კალციუმით მდიდარი საკვებით.
რაც უფრო თხელი და ფოროვანი ხდება თქვენი ძვლები, მოტეხილობის რისკი იზრდება. ოსტეოპოროზის ეროვნული ფონდი რეკომენდაციას უწევს ქალებს ძვლის სიმკვრივის სკრინინგს 65 წლიდან.
კუნთების არასაკმარისი დატვირთვა აჩქარებს კუნთებისა და ძვლების განლევას და შედეგად სისუსტემ შეიძლება გამოიწვიოს არაერთი დაავადება. ამის თავიდან ასარიდებლად ივარჯიშეთ, შეიტანეთ თქვენს რაციონში საკმარისი კალციუმი ნუშის, რძისა და ბოსტნეულის სახით. ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია დანამატების მიღებაც.
- როგორ იცვლება თქვენი მკერდი ასაკთან ერთად
ძუძუს კიბოს რისკი ასევე იზრდება ქალების ასაკთან ერთად, იტყობინება კიბოს ეროვნული ინსტიტუტი. 30-40 წლის ქალებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 0.5%-ია, ხოლო 60 წელზე ზემოთ ქალებში ეს მაჩვენებელი 3.5%-მდე იზრდება.
გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძუძუს კიბოს განვითარებაში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ თქვენი რისკი სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებით, რეგულარული ვარჯიშით, ალკოჰოლის მოხმარების მინიმუმამდე შემცირებით. 50 წელზე უფროსი ასაკის ქალებმა რეგულარულად უნდა გაიარონ მამოგრაფია. თუ უმცროსი ხართ, მაგრამ გაქვთ დადებითი ოჯახური ისტორია, ისაუბრეთ თქვენს ექიმთან იმაზე, ადრე დაიწყოთ თუ არა რეგულარული მამოგრაფიული სკრინინგი. განურჩევლად ასაკისა, ყველა ქალისთვის რეკომენდებულია მკერდის გამოკვლევა სახლში, საკუთარი ხელით თვეში ერთხელ მაინც.
- როგორ იცვლება თქვენი კანი ასაკთან ერთად
ყველაზე მთავარი, რაც კანზე გრძელვადიან ზრუნვასა და ნაოჭების პრევენციას უწყობს ხელს, ეს მზისგან დაცვაა. ასევე, ეცადეთ, ცხელი შხაპის ნაცვლად უფრო გრილი წყლით დაიბანოთ.
- როგორ იცვლება თქვენი თმა ასაკთან ერთად
როდესაც წააწყდებით ამ და სხვა ცვლილებებს, გახსოვდეთ, რომ დროის გასვლას უამრავი სარგებელი მოაქვს. ეს საუკეთესო დროა, საკუთარი თავი პირველ ადგილას დააყენოთ, მოუსმინოთ თქვენს გონებასა და სხეულს, რა გჭირდებათ, რა განიჭებთ სიამოვნებასა და სიხარულს და იცხოვროთ მაქსიმალური ბედნიერებისთვის. თუკი საკუთარი განწყობის ცვლილებას დააკვირდებით, ნახავთ, რომ უფრო კეთილგანწყობილი, მშვიდი და გაწონასწორებული გახდით, რაც საშუალებას მოგცემთ, გადაწყვეტილებები სწორად მიიღოთ. მთავარია, რომ თქვენს ორგანიზმს ხელი შეუწყოთ, ჯანსაღად დაბერდეს, მოერიდეთ შაქრიან და დამუშავებულ საკვებს, რადგან ეს ხელს უწყობს დეგენერაციულ დაავადებებს, როგორებიცაა, დიაბეტი და ალცჰეიმერი. შეზღუდეთ ალკოჰოლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოქსიდაციური სტრესი, რაც ხელს უწყობს დაბერებას. იძინეთ საკმარისად და მართეთ თქვენი სტრესი. დაალაგეთ ურთიერთობები. რაც მთავარია, იყავით აქტიური!
