ფორთოხლის წვენის მოყვარულები ნაკლებად არიან კიბოს რისკის ქვეშ, - წერს ბრიტანული ჟურნალი Nutrition and Cancer-ი.
ფორთოხლის წვენი დიდი რაოდენობით აინტიოქსიდანტებს შეიცავს. გარდა ამისა, სასმელს ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებაც აქვს.
ადრე უკვე დაამტკიცეს, რომ ფორთოხლის წვენი მკერდის, ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოპროფილაქტის დროს დამხმარე საშუალებაა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ნარინჯისფერი სასმლის თვისებები მთლიანად დამოკიდებულია პირობებზე, რომელშიც ფორთოხალი მოიყვანეს – კლიმატზე, ნიადაგზე და მოყვანილი ციტრუსის შენახვის პირობებზე, - წერს Sciencedaily.com-ი.
ასევე, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ფორთოხლის წვენის დიდი დოზა, შესაძლოა, მავნებელიც იყოს, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის და თირკმლის დაავადებისა და დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.