ქიშმიშით ღვიძლის გაწმენდა მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია. მას უკუჩვენება არა აქვს. სცადეთ და თავად დარწმუნდით მის ეფექტიანობაში.
აიღეთ ერთი მუჭა ქიშმიში, კარგად გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი. ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ცივი, ანადუღარი წყალი და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ მთელი ღამე (დილით დაამზადეთ, რომ მეორე დილით დალიოთ).
დილით ჯერ ქიშმიშის წყალი დალიეთ, მერე ქიშმიშიც შეჭამეთ.
მიიღეთ ასე მომზადებული ქიშმიში სამკურნალოდ მთელი თვის განმავლობაში, კვირაში 1-2 დღე.
მკურნალობის დროს ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.
გაამდიდრეთ იგი ხილითა და ბოსტნეულით, განსაკუთრებით, უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით (ვაშლი, ბანანი, ჩირი, სტაფილო, ჭარხალი). სვით სუფთა წყალი.