მეცნიერები ცდილობენ, არარაფინირებული შაქრის სასარგებლო თვისებები დაამტკიცონ, მაგრამ უკვე მრავალმა ვარსკვლავმა უარი თქვა მის მიღებაზე.
ზოგიერთი კი მხოლოდ ნატურალურ შაქარს და ისიც მცირე რაოდენობით მიირთმევს.
იხილეთ ფოტოგალერეა: როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები რაციონიდან შაქრის ამოღების შემდეგ
მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის საიტიც კი შექმნა. თავის ბლოგში ვარსკვლავი წერს, რომ უკვე რამდენიმე წელია, უარი თქვა შაქრის მიღებაზე და ამის მიზეზსაც ამხელს: "კალორიების ერთ მესამედს შაქრისა და თეთრი ფქვილისგან ვიღებთ. ეს უკანასკნელი ისეა გაწმენდილი, რომ ორგანიზმში შაქარივით მოქმედებს. ჩვენს სხეულს არ შეუძლია ამდენი დატვირთვის ატანა. თავიდან შაქარი თითქოს განწყობას გვიუმჯობესებს, მაგრამ მერე ვეღარ ვაკონტროლებთ მის დოზას და ყოველდღიურად სულ უფრო მეტ და მეტ შაქარს მოვიხმართ. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ შაქარი ნარკოტიკია, რომელიც ჩვენს განწყობაზე მოქმედებს".
მეტიუ მაკკონახი პალეოდიტის მიმდევარი გახდა. მან კვების ის სისტემა აირჩია, რომელიც ჩვენს წინაპრებს შაქრის აღმოჩენამდე ჰქონდათ. მსახიობმა დაამტკიცა, რომ თუ ჯანმრთელი და მოხდენილი სხეულის შენარჩუნება გსურს, უარი უნდა თქვა გადამუშავებულ, შაქრითა და გლუტეინით გამდიდრებულ საკვებზე. მის აზრს არ იზიარებს მისი კოლეგა ჩენინგ ტატუმი, რომელიც ამბობს: "ჩემთვის შაქარზე დიდი სიამოვნება არ არსებობს".
იხილეთ ფოტოგალერეა: როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები რაციონიდან შაქრის ამოღების შემდეგ
ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი სხეულის ტიტული რომ მიეღო, ჯესიკა ბილმა მრავალი პროდუქტი აიკრძალა. იგი ყოველდღე ვარჯიშობს და არ მიირთმევს შაქარს. თუმცა, ბილი მიღწეულით არ კმაყოფილდება და ცოტა ხნის წინ პურის ჭამაც აიკრძალა. შემდეგ კი რაციონიდან ამოიღო რძისა და ხორცის პროდუქტები და მარილი. ასეთი მსხვერპლი მსახიობმა იმის გამო გაიღო, რომ ეკრანზე უფრო მოხდენილად გამოიყურებოდეს.
ოზი ოსბორნის ვაჟს, ჯეკ ოსბორნს 2012 წელს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ ჯეკი მხოლოდ მისთვის შედგენილი დიეტით იკვებება. არ მიირთმევს რძესა და რძის ნაწარმს, მარცვლოვან პროდუქტებს და შაქარს. "მე მწამს, რომ ჩვენ ვართ ისინი, რასაც მივირთმევთ. ძირითადად, წვენებით ვიკვებები და ვცდილობ, ჯანმრთელობა პალეოდიეტით შევინარჩუნო".
ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, მაილი საირუსმა განაცხადა შაქარზე უარი. "ცოტა ხნით უარი თქვით შაქრის შემცველ პროდუქტებზე. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ ცოტა ხანში საკუთარ თავში სასიამოვნო ცვლილებებს აღმოაჩენთ - გაგიუმჯობესდებათ კანის მდგომარეობა, ორგანიზმი გაგიახალგაზრდავდებათ და აღარ მოგინდებათ მავნე თვისებებთან დაბრუნება".
ბავშვობიდან მსუქანმა ჯესიკა ალბამ უამრავი დიეტა გამოსცადა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ რაციონიდან თეთრი ფერის პროდუქტები: შაქარი და ფქვილი ამოიღო. "მართალია, ტკბილეული ისევ მინდება, როგორც ბავშვობაში, მაგრამ მავნე შაქრიანი კანფეტების ჩანაცვლება ტკბილი ხილით მოვახერხე".
იხილეთ ფოტოგალერეა: როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები რაციონიდან შაქრის ამოღების შემდეგ