თუ კონიუნქტივიტის დროს ალბუციდის წვეთები არ გაქვთ, შეგიძლიათ ადუღებულ წყალში ალოეს ახალგამოწურული წვენი გახსნათ და თითოეულ თვალში ორ-ორი წვეთი ჩაიწვეთოთ.
თუ ძალიან დაიღალეთ და გეძინებათ, საქმე კი ბოლომდე ვერ მიიყვანეთ, გამოსაფხიზლებლად ლიმონის ქერქი დასრისეთ და რამდენჯერმე მისი არომატი შეისუნთქეთ.
რევმატიზმის შემთხვევაში: აიღეთ 1 ჭიქა თაფლი, 0,5 ჭიქა არაყი, 1,5 ჭიქა ბოლოკის წვენი და 1 სადილის კოვზი მარილი. მიღებული მასით მტკივანი ადგილები კარგად დაიზილეთ.
რადიკულიტის დროს: წელის არე ბოლოკის წვენით დაიზილეთ ან გახეხილი ბოლოკი მარლაზე გაანაწილეთ და საფენი წელზე მიიკარით.
თუ მარილების დაგროვება გაწუხებთ, 150 გრ კაკლის ფოთლებს 3 ლ მდუღარე დაასხით და ერთი საათი ადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და დღეში სამჯერ თითო ჭიქა დალიეთ.
ორგანიზმის გასაწმენდად კარგია, თუ 100 გრამ ნიახურს წვრილად დაჭრით, დაასხამთ 1 ქილა მაწონს და დილამდე გააჩერებთ. დილით მაწონი უზმოზე მიიღეთ.