ეს არაჩვეულებრივი პოლივიტამინების პრეპარატი თვითონ ბუნებამ შექმნა. საკვებში მისი მეტ-ნაკლებად რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს თმის ძირებისა და ფრჩხილების გამაგრებას, მოზარდებში - ფერისმჭამელების გაქრობას.
გაციების დროს გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება. ტკბილი წიწაკა დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას (1-2 წიწაკაში მისი დღიური ნორმაა), თუმცა C ვიტამინის ლომის წილი უშუალოდ ნაყოფის ყუნწის სიახლოვესაა.
ამიტომ ყუნწისა და თესლებისაგან გათავისუფლების დროს დიდი ნაწილი არ მოაჭრათ. ტკბილი წიწაკა ასევე მდიდარია P ვიტამინით, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად კაპილარებს ამაგრებს და სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას ამაღლებს.
წიწაკაში უხვადაა კაროტინი (წითელ ნაყოფში სამჯერ მეტია, ვიდრე მწვანეში). ის ასევე შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, ცილებს, ცხიმებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, რკინას, ფოსფორსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.
მოკლედ, წიწაკა შეუდარებელია ენერგიის შემცირების, ქრონიკული დაღლილობისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს.