ნაღვლის ბუშტსა და თირკმლებში ქვები და ქვიშა იმის შედეგია, რომ ორგანიზმს არ შეუძლია მასში კონცენტრირებული არაორგანული კალციუმის გამოყოფა.
პურის, მარცვლეულისა და ფქვილეულ პროდუქტთა გამუდმებით მიღებისას ორგანიზმში თანდათან იზრდება არაორგანული კალციუმის რაოდენობა და წარმოიქმნება ქვიშა და ქვები.
ამ წარმონაქმნთა მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში გაზავებული 1 ლიმონის წვენის დღეში რამდენჯერმე, ასევე ნახევარი ჭიქა სტაფილოს, კიტრისა და ჭარხლის წვენების ნარევის დღეში 3-4-ჯერ მიღება. ეს ხელს უწყობს რამდენიმე დღეში ან კვირაში ორგანიზმიდან ქვიშისა და ქვის გამოდევნას.