ლეღვს ძველთაგანვე იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში. ის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა ხველებისა და ყელის ტკივილის დროს. ნაყოფის რბილობს ოფლმდენი და სიცხის დამწევი თვისება აქვს.
გარდა ამისა, ლეღვი ვაშლზე გაცილებით მეტ რკინას შეიცავს, ამიტომ მას ხშირად უნიშნავენ რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებს.
კარგია, თუ ქალბატონები კრიტიკულ დღეეში 3 ცალ ლეღვს შეჭამენ, ამით ორგანიზმი ქიმიურ ელემენტთა ნორმალურ ბალანსს შეინარჩუნებს.
ლეღვი B6 ვიტამინს შეიცავს, რომელიც "ბედნიერების ჰორმონ" სეროტონინს გამოიმუშავებს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
ლეღვის ჩირისგან შეკრულობის საწინააღმდეგო საშუალების დამზადება შეიძლება. დაქუცმაცებული 100 გრამი ლეღვის ჩირი, 100 გრამი ქიშმიში, 0,5 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა ან მუსკატის კაკალი კარგად აურიეთ. მიღებულ მასას მიეცით ძეხვის ფორმა და პატარა რგოლებად დაჭერით და დღეში რამდენიმე ნაჭერი მიირთვით.
მეჭეჭის მოსაშორებლად კი მასზე ახალმოწყვეტილი მკვახე ნაყოფიდან ან ფოთლიდან გამონაჟონი რძე დაიწვეთეთ.
რძიანი ლეღვი ხველებისთვის: 4 ცალი ლეღვი, 1 ჭიქა რძე. რძე აადუღეთ, ჩააწყვეთ შიგ ლეღვი, დაახურეთ და 20 წუთით გააჩერეთ. ოდნავ გააგრილეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ოთხჯერ დღეში.
სიროფი ხველებისთვის: 8 ცალი ლეღვი წვრილად დაჭერით, დაასხით 250 გრამი წყალი, ადუღეთ 20 წუთი, შემდეგ ნაყოფი ამოიღეთ და ნახარშს ისევ 250 გრამი წყალი დაასხით. ერთი ჭიქა შაქარი (უმჯობესია ყავისფერი) დაუმატეთ და ადუღეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება, თან შეუწყვეტლივ ურიეთ.
შემდეგ დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი დაფქული კოჭა, ნახევარი ლიმონის წვენი და ჩაასხით ქილაში. ეს სიროფი ხველების დროს უფროსებმა უნდა მიიღონ ყოველდღიურად დღეში 3-4 დესერტის კოვზი, ბავშვებმა - 1-2 დესერტის კოვზი.
ლეღვის სიროფი ბავშვებისთვის ჩინებული ტონიკია: ის აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელების პროცესს. ის ასევე სასარგებლოა კუნთების რევმატიზმის, კანის დაავადებების, თირკმლებსა და შარდის ბუშტში კენჭებისა და გადიდებული ღვიძლის დროს.
ოფლის მოსადენად და სიცხის დასაწევად და 2 სუფრის კოვზ ლეღვის ჩირს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი ან რძე და დალიოთ.