პირველი ნაოჭების გაჩენისთანავე კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად კანის გასამკვრივებლად სპეციალურ მარტივ ვარჯიშებს თუ მიმართავთ, შედეგი გაცილებით ეფექტიანი და ხანგრძლივი იქნება.
ეს ვარჯიშები განსაკუთრებით შედეგიანია, როცა კანი კოსმეტიკური საშუალებებით გადაღლილი და მოდუნებულია. თანაც ამ ვარჯიშების უპირატესობა ისიც არის, რომ მათი შესრულება ნებისმიერ დროსა და ადგილასაა შესაძლებელი.
ტუჩების ვარჯიში
დადექით სწორად, იყურეთ პირდაპირ, პირი დამუწეთ. გაიღიმეთ, რაც შეიძლება ფართოდ, ოღონდ ისე, რომ ბაგეები ერთმანეთს არ დააცილოთ. გაჩერდით ასე 5 წამი, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ტუჩები მოკუმეთ და წინ წამოსწიეთ, თითქოს ვინმეს კოცნით. ამ მდგომარეობაში 5 წამი გაჩერდით და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. გაიმეორეთ 10-ჯერ.
ყელისა და ღაბაბისთვის
დაჯექით სწორად, თავი უკან გადასწიეთ და ჭერს ახედეთ. პირი დამუწეთ და ყბა ისე ამოძრავეთ, თითქოს კევს ღეჭავთ. მაშინვე იგრძნობთ, რა ინტენსიურად მუშაობს ყელისა და ნიკაპის კუნთები. ვარჯიში შეასრულეთ 20-ჯერ.
ლოყებისთვის
პირი მოკუმეთ, ლოყები ჯერ შესწიეთ, შემდეგ კი გამობერეთ. ორივე მდგომარეობაში, 10-10 წამი გაჩერდით. ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ.
ქუთუთოებისათვის
დაჯექით გამართულად და ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ, გაიხედეთ პირდაპირ, შემდეგ მაღლა, დაბლა, მარჯვნივ და მარცხნივ გაიმეორეთ 10-ჯერ.
შუბლისთვის
რაც შეიძლება ძლიერად შეყარეთ წარბები, შემდეგ მაღლა აზიდეთ და თვალები ფართოდ გაახილეთ. გაიმეორეთ 5-ჯერ.
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)