მასაჟის ტექნიკა შემდეგში მდგომარეობს:
დაახვიეთ პირსახოცი, დაასველეთ ცხელ მარილიან წყალში (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა ცხელ წყალში), გაწურეთ და დაიწყეთ მასაჟი.
დაიკავეთ პირსახოცი ბოლოებში, მიიტანეთ ნიკაპის ქვეშ და მკვეთრი მოძრაობით გასწიეთ ბოლოები გვერდებზე ისე, რომ პირსახოცის შუა ნაწილი ნიკაპქვეშ მოგხვდეთ.
როცა პირსახოცი გაშრება, კვლავ დაასველეთ მარილიან წყალში. გააკეთეთ დაახლოებით 100 დარტყმა. დარტყმის ძალა თავად არეგულირეთ, ზედმეტი ფანატიზმის გარეშე.
მასაჟის დასრულებისთანავე დაიმუშავეთ ნიკაპქვეშა ზონა ყინულის კუბით, ან უბრალოდ, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ბოლოს კი წაისვით მკვებავი კრემი, ისიც მასაჟური მოძრაობებით.
ასევე იხილეთ:
ლამაზი ყელისა და ნიკაპის ელექსირი - კომპრესები ყელზე მოშვებული კანისთვის